ზენი ქვიზი ერთ-ერთი ყველაზე სახალისო და პოპულარული სათამაშო პორტალია. Ფიქრობ, რომ ამოიცნობ ფოტოზე გამოსახულ ადგილს? ან თუნდაც მომღერალს ხმის ტემბრით, ხანმოკლე მუსიკალური ნაწყვეტიდან? დაიწყე ზენი ქვიზის თამაში და გამოსცადე საკუთარი თავი.
© 2022 ყველა უფლება დაცულია
1.მომსახურების ზოგადი აღწერა:
Zeni Quiz-ის აპლიკაციის გადმოწერა შეგიძლია Google Play-დან და App Store-დან.
Zeni Quiz-ში რეგისტრაცია უფასოა. მომსახურებით სარგებლობა პირველი სამი დღე უფასოა, შემდეგ ყოველდღიური საფასური შეადგენს 29 თეთრს.
რეგისტრაციის შემდეგ Zeni Quiz-ი ყოველდღიურად შემოგთავაზებს 20 სხვადასხვა ტიპის შეკითხვას, სავარაუდო პასუხებით.
2. კითხვები:
კითხვები არის ფოტო, ვიდეო, აუდიო და ტექსტური ფორმატის, სხვადასხვა თემატიკაზე - ცნობილ ადამიანებზე, სპორტზე, ფილმებზე, სიმღერებზე და ა.შ.
3. ქულების განაწილება:
თითოეული სწორი პასუხისთვის შენ მიიღებ 50 ქულას,ხოლო თუ კითხვებს მიყოლებით გასცემ სწორ პასუხებს , ყოველ კითხვაზე დაგემატება კიდევ 10 ქულა, მაქსიმუმ 100 ქულამდე.
მაგალითად, სწორი პასუხი გაეცი მიყოლებით 7 კითხვას, ქულები შემდეგნაირად დაგერიცხება:
1-ლი კითხვა - 50 ქულა
მე-2 კითხვა - 60 ქულა
მე-3 კითხვა - 70 ქულა
მე-4 კითხვა - 80 ქულა
მე-5 კითხვა - 90 ქულა
მე-6 კითხვა - 100 ქულა
რამდენადაც 100 არის მაქსიმალური ქულა, რაც შეიძლება მიიღო ერთი კითხვისთვის, შესაბამისად, მე-7 სწორი პასუხისთვის მიიღებ ისევ 100 ქულას, მე-8 სწორი პასუხისთვისაც 100-ს და ა.შ.
არასწორი პასუხის შემთხვევაში, შენ არ დაკარგავ დაგროვებულ ქულებს, მაგრამ აღარ დაგერიცხება +10 ქულა ყოველ მომდევნო სწორ პასუხზე. შესაბამისად, არასწორი პასუხის შემდეგ, პირველ სწორ პასუხზე მიიღებ 50 ქულას.
გაითვალისწინე, რომ თუ წინა დღეს თამაში დაასრულე სწორი პასუხით, მომდევნო დღეს ქულების დაგროვება შეგიძლია განაგრძო +10 ქულიანი სქემით. მაგალითად, თუ გუშინ ბოლო კითხვაზე სწორი პასუხისთვის მიიღე 70 ქულა, დღეს პირველ კითხვაზე სწორი პასუხისთვის მიიღებ 80 ქულას.
4. გამარჯვებულები:
აბონენტი, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, მოიგებს MB-ების გარკვეულ რაოდენობას. გაითვალისწინე, რომ თუ რამდენიმე აბონენტი დააგროვებს ქულების ერთნაირ რაოდენობას, გამარჯვებულად ჩაითვლება ის, ვინც კითხვებზე პასუხს უმოკლეს დროში გასცემს.
პასუხების გაცემაში დახარჯული დრო ნიშნავს თამაშის დროს სავარაუდო პასუხების ჩვენებიდან შენ მიერ პასუხის არჩევამდე გამოყენებულ დროს.
დღის გამარჯვებულს MB-ები დაერიცხება მომდევნო დღეს, ხოლო კვირის გამარჯვებულს - მომდევნო ორშაბათს. აბონენტი პრიზის შესახებ ინფორმაციას მიიღებს SMS-ით.
დღის გამარჯვებულის პრიზი - 1000MB ია. კვირის გამარჯვებულის პრიზი, ადგილების მიხედვით შემდეგნაირად განისაზღვრება:
1-ლი ადგილი - 4000 MB
მე-2 ადგილი - 3000 MB
მე-3 ადგილი - 2000 MB
მე-4 ადგილი - 1000 MB
მე-5 ადგილი - 500 MB
5. მომსახურების საფასური:
Zeni Quiz-ით სარგებლობა უფასოა პირველი რეგისტრაციიდან 3 დღის განმავლობაში. შემდეგ, ნომრის ბალანსიდან ჩამოგაკლდება სერვისით სარგებლობის საფასური, დღეში - 29 თეთრი.
თუ შენი მობილური ნომრის ანგარიშზე სერვისით სარგებლობისთვის საკმარისი თანხა არ აღმოჩნდება, სისტემა 5 დღის განმავლობაში დაელოდება ბალანსის შევსებას მომსახურების ავტომატურად განახლებისთვის. თუ 5 დღის შემდეგაც ვერ მოხერხდება მომსახურების საფასურის ჩამოჭრა, Zeni Quiz-ის მომსახურება გაუქმდება.
6. მომსახურების გამორთვა:
მომსახურების გამორთვა თავადაც შეგიძლია. ამისთვის, აკრიფე კოდი *131*5#OK, ან გააგზავნე სიტყვა STOP უფასო ნომერზე 90913. მომსახურების გამორთვაზე დასტურს მიიღებ SMS-ით.
7. საკონტაქტო ინფორმაცია:
1. მომხმარებელი ადასტურებს, რომ იგი არის 18 წლის ან მეტი ასაკის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს ქმედუნარიან პირს. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ აკმაყოფილებს ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია არ გამოიყენოს მომსახურება ან/და არ განახორციელოს მომსახურების საფასურის გადახდა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, წინამდებარე მომსახურების პირობებიდან გამომდინარე ნებისმიერი პასუხისმგებლობა, დაეკისრებათ კანონიერ წარმომადგენლებს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მომსახურების მომწოდებლები არ იქნებიან პასუხისმგებელნი მომხმარებლის მიერ მომსახურების გამოყენების კანონიერებაზე ან/და მის სამართლებრივ შედეგებზე.
2. Zeni Quiz-ის მომსახურების გააქტიურება ნებაყოფლობითი ქმედებაა, რა დროსაც მომხმარებელი აცნობიერებს პასუხისმგებლობებს, დაკავშირებულს მომსახურების გამოყენებასა და მის შედეგებთან.
3. შპს „სელფი მობაილ“ იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეაჩეროს მობილური ტელეფონის ნომერზე მობილური კავშირგაბმულობის მომსახურების გაწევა, თუ არსებობს გონივრული ეჭვი იმაზე, რომ მომხმარებელი არღვევს ქვიზის ხელშეკრულებით მისთვის განსაზღვრულ წესებსა და პირობებს.
4. შპს “ინთელლიქს“ ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს ტარიფები, მომხმარებლის წინასწარი შეტყობინების გარეშე, www.zeni.ge- ზე შესაბამისი ცვლილებების გამოქვეყნებით. ახალი ტარიფები ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. მომხმარებელი ვალდებულია მომსახურების გამოყენებამდე გაეცნოს ინფორმაციას უახლესი ტარიფების შესახებ. მომსახურების გამორთვა შესაძლებელია მომხმარებლის მობილური ნომრიდან USSD კომბინაციის აკრეფით *131*5#Ok, გამორთვის დამადასტურებელ შეტყობინებას მომხმარებელი მიიღებს SMS-ით. მომსახურება გამოირთვება ავოტმატურად, თუ მომხმარებელს 5 დღის განმავლობაში არ ექნება საკმარისი თანხა მობილური ნომრის ბალანსზე Zeni Quiz-ის მომსახურების გასაახლებლად.
5. აბონენტის მხრიდან ყველა კითხვა და საჩივარი უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტის მისამართზე info@intellic.ge
ინფორმაცია პერსონალური მონაცემების შესახებ
- შპს „სელფი მობაილის“ აბონენტებისთვის ქვიზ მომსახურების მომწოდებელია შპს „ინთელლიქ“.
მომსახურების მომწოდებელი პარტნიორი კომპანიის მონაცემები და მისამართია: შპს „ინთელლიქ“, არჩილ ცაგარელის ქ. N53, თბილისი, საქართველო.
ელ. ფოსტა: info@intellic.ge
- ორივე კომპანია აღიარებს, რომ ისინი ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს.
- იმისათვის, რომ ადეკვატურად იქნას ასახული ასოცირებული ოპერატორების როლები და რეპორტები პერსონალურ მონაცემთა მფლობელებთან დაკავშირებით, შპს „სელფი მობაილ“, ამ მომსახურების ფარგლებში, დაამუშავებს ისეთ პერსონალურ მონაცემებს, როგორიცაა: ტელეფონის ნომერი, რომელზეც ჩართული იყო/გამორთული იყო მომსახურება, ბილინგის და გადახდის მონაცემები, შეთავაზებული პრიზები. შპს „ინთელლიქი“ დაამუშავებს მომსახურების მომხმარებელთა შემდეგ პირად მონაცემებს: ტელეფონის ნომერი, რომელზეც არის/იყო მომსახურება გააქტიურებული, ბილინგის და გადახდის მონაცემები, შეთავაზებული პრემია, ფსევდონიმი (იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მიუთითებს მას), შერჩეული საკომუნიკაციო ენა მობილურ აპლიკაციაში, ჯამური ქულების რაოდენობა/თამაშის ქულა, სმს-შეტყობინება, მომსახურების ფარგლებში დასმულ კითხვებზე პასუხები, ტელეფონის ნომერსა და კითხვას შორის კავშირი (იგივე მომხმარებლისთვის იგივე კითხვის გამეორების თავიდან ასაცილებლად), მომხმარებლის პროფილის (მათ შორის საიდენტიფიკაციო) მონაცემები: მომხმარებელი/პაროლი.
- ამავდროულად, შპს „ინთელლიქი“ შპს „სელფი მობაილის“ მიერ გაზიარებულ პერსონალურ მონაცემებს დაამუშავებს მხოლოდ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ხელშეკრულებაში მითითებული ინსტრუქციის შესაბამისად ისე, რომ პერსონალური მონაცემები დამუშავდეს მხოლოდ ისეთ დონეზე, როგორიც საჭიროა ქვიზის მომსახურების გამართული ფუნქციონირებისთვის.
- სერვისის გააქტიურებით, ზემოთ აღწერილი პროცედურისა და პირობების შესაბამისად, მომხმარებელი ანიჭებს უფლებამოსილებას შპს „სელფი მობაილს“ და აცხადებს თანხმობას, რომ შპს „სელფი მობაილმა“ გადასცეს მომხმარებლის შემდეგი პერსონალური მონაცემები პარტნიორ კომპანიას შპს „ინთელლიქს“: ტელეფონის ნომერი, საიდანაც მომსახურება გააქტიურებულია/გამორთულია, ბილინგის და გადახდის მონაცემები, და შეთავაზებული პრიზები. ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შპს „სელფი მობაილს“ შეუძლია შპს „ინთელლიქისთვის“ გადაცემული პირადი მონაცემების ფსევდონიმიზაცია (დეპერსონალიზაცია).
- პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დადებულია შპს „სელფი მობაილსა“ და შპს „ინთელლიქს“ შორის, მომხმარებლის პირადი მონაცემების დამუშავებაზე ვრცელდება ერთობლივი პასუხისმგებლობა. ამ შემთხვევაში, პარტნიორი კომპანია შპს „ინთელლიქის“ კონფიდენციალურობის პოლიტიკა დამატებით ვრცელდება შპს „სელფი მობაილის“ კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე.
- მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს საქართველოში მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით მისთვის მინიჭებული უფლება, ამ მომსახურების მომწოდებელი თითოეული კომპანიის წინააღმდეგ, თავისი პირადი მონაცემების დასაცავად.